
ალკოჰოლური სასმელების
ბაზარი

ქართული ღვინო

ქართული ღვინო

ალკოჰოლური სასმელების ბაზარი
ალკოჰოლური სასმელების ბაზარი ეს არის სივრცე სადაც აღმოაჩენთ სხვადასხვა ქართველი მწარმოებლების პროდუქციის ფართო არჩევანს: ქართული ღვინო, ჭაჭა და ბრენდი
ღვინო
-
ალაზნის ველი როზე
12,50 ₾ფერი: ღია ვარდისფერი სურნელი: ბროწეულის და წითელი კენკროვანების ტონები გემო: ხალისიანი და მოტკბოა, გამოხატული მარწყვის და ალუბლის კომპოტის არომატით. დაბოლოვება ხანგრძლივი და ჰარმონიულია, თანდართული დაშაქრული ალუბლის მოტკბო-მომჟავო ტონალობით მიირთვით: როგორც აპერიტივი ან ყველთან 12-16°C ტემპერატურაზე.
-
ცქრიალა როზე ნახევრად მშრალი
13,50 ₾ფერი: ღია ვარდისფერი წვრილი ბუშტუკებით სურნელი: გამოხატული მარწყვის და კოწახურის ნოტებით გემო: ცოცხალი მოტკბო გემო რომელიც ბოლოვდება კენკრის ტონალობით მიირთვით: ყველის დაფასთან ან დესერტებთან ერთად 5-7°C ტემპერატურაზე.
-
საფერავი როზე
12,50 ₾ფერი: ღია ვარდისფერი სურნელი: ბროწეულის და კოწახურის არომატი შეზავებული ატმის და ჟოლოს სურნელთან გემო: ქორფა და ელეგანტური. სრულად იმეორებს არომატების პალიტრას, ხავერდოვანი, გლუვი ტექსტურით და ვარდის ფურცელის ჰაეროვანი სურნელით მიირთვით: ძლიერ ჩაციებული ან ყინულთან როგორც აპერიტივი, ყველთან ან ზომიერად ცხარე კერძებთან.
-
ცქრიალა როზე მშრალი
13,50 ₾ფერი: ღია ვარდისფერი წვრილი ბუშტუკებით სურნელი: ინტენსიური მსხლის, ატმის და მარწყვის არომატები გემო: ცოცხალი და ელეგანტური გემო რომელიც ბოლოვდება კენკრის ტონალობით მიირთვით: ყველის დაფასთან ან დესერტებთან ერთად 5-7°C ტემპერატურაზე.
ჭაჭა
-
ჭაჭა კლასიკური – ძველი კახეთი
17,50 ₾ჭაჭა კლასიკური მზადდება ყურძნის ჭაჭისგან, ქართული ტრადიციული მეთოდის გამოყენებით, რომელიც დასაბამს კახეთში იღებს. ჭაჭა დავარგებულია მუხის კასრებში არა ნაკლებ 6 თვისა. ხასიათდება დაბალანსებული და გამყოლი გემოთი. რეკომენდირებულია მიირთვათ ცივი
-
ჭაჭა – მეღვინეობა ხარება
ორმაგი დისტალაციით მიღებული ჭაჭა, კომპლექსური, მაღალ-ალკოჰოლური სასმელია, რომელიც ანიჭებს მომხმარებელს სიამოვნებას, აძლევს სტიმულს და ახალისებს არა მარტო მის ორგანოლეპტიკურ სენსორებს, არამედ გონებრივ და ემოციურ შეგრძნებებსაც. სასმელი ხასიათდება გამჭვირვალე თეთრი ფერით, მწიფე ყვითელი ხილისა და ნუშის არომატებით.
ბრენდი
-
ტყემლის ბრენდი
„ვილა მოსავალის“ მიერ შექმნილი ეს დახვეწილი სასმელი ხელით მოკრეფილი ტყემლისგან იქმნება, რომელიც ქართლის რეგიონის უხვმოსავლიან მიწებზეა გაზრდილი. ტრადიციული სიბრძნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტი, უახლესი სპილენძის დისტილაციის აპარატში ტყემლისათვის შერჩეული ინდივიდუალური მეთოდით გამოიხდება. ხილის დისტილატთან ერთად ქარხნის საკუთარი ჭაბურღილიდან აღებული დარბილებული წყალი გამოიყენება და მიღებული პროდუქტი ჩამოსხმის წინ გადის ყინულის ფილტრაციას. ყოველივე ეს ქმნის კრისტალურად სუფთა…