ღვინის დღეები საქართველოში
January 1, 1970 January 1, 1970
მთაწმინდის პარკი
უფასო facebook event
დრო: 11:00 - 18:00
ადგილი: მთაწმინდის პარკი
ტელეფონი: +995 598 30 86 88
ელფოსტა: info@wineclub.ge
ტრადიცია გრძელდება! “ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2022“
22 ოქტომბერს, „ღვინის კლუბი“ ქართული ღვინის დღეების, „ღვინობისთვე 2022“-ის ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება, გიწვევთ
საფესტივალო აქციაზე:
“ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2022”
ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართება (11:00-დან 18:00 საათამდე), სადაც ბოლო 5 წლის მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს.
ფესტივალზე საუკეთესო გარემოს გპირდებით, სადაც მევენახე–მეღვინეები სტუმრებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. აქ გასინჯავთ ბევრისთვის უცნობი ახალი მარნების ღვინოებს. ღვინის გარდა გელით გემრიელი მისაყოლებელი, გართობა და მთაწმინდური შემოდგომა.
ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო და მთაწმინდის პარკი.
რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი, ადგილები შეზღუდულია!
რეგისტრაცია დასრულდება ადგილების შევსებისთანავე.
როგორც ყოველთვის სტუმრების დასწრება ფესტივალზე თავისუფალია!

დაწერე და დააწექი ძებნის ღილაკს ან Enter -ს

კალათა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.