ბაბუაწვერას მეღვინეობა

ბაბუაწვერას მეღვინეობა

მარნის შესახებ

Ჩვენი ოჯახი ღვინის წარმოების საუკუნოვანი ისტორიით გამოირჩევა. ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ღვინოს.
Ჩვენი მშობლების საქმიანობიდან გამომდინარე , Მე და ჩემმა ძმამ გადავწყიტეთ გავაგრძელოთ ოჯახური ტრადიცია და განსხვავებული და ინოვაციური შტრიხები შევმატიოთ ღვინის წარმოებას.
ჩვენ Შევიმუშავეთ განსხვავებული სერვირების კონცეპცია კერძოდ: წიგნაკის ტიპის ეტიკეტი, სადაც ქართული ნოველა არის დაბეჭდილი. ჩვენი ინსპირაცია რეი ბრედბერის :ბაბუაწვერას ღვინო არის . როგორც რომანშია აღწერილი, მსგავსად, ჩვენი ღვინის ერთი ყლუპის დაგემოვნებაც კი ზაფხულის არომატს დაგიტოვებთ ენაზე.

ეტიკეტს ორი ფუნქცია აქვს, ის მომხამრებელს მიაწვდის ღვინის შესახებ ინფორმაციას და პარალელურად ჭიქა ღვინოსთან საინტერესო მოკლე ნოველის წაკითხვა, არის ის ემოცია და ღირებულება რაც გვსურს ჩვენს მომხმარებელს გავუზიაროთ.

Ჩვენი ღვინო დაყენებულია 2 საუკუნოვან ცაცხვის საწნახელში, რაც მისტიკას და ინტერესს მატებს ჩვენს პროდუქტს.
ჩვენს ბოთლში ზაფხულის თითოეული დღე და ისტორია არის მოხუფული. თუ გსურთ შეიგრძნოთ ზაფხული და ზაფხულში გატარებული ცხელი დღეები, მთელი ემოციით, მაშინ ჩვენი ღვინო უნდა დააგემოვნოთ.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროდუქცია

დაწერე და დააწექი ძებნის ღილაკს ან Enter -ს

კალათა

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.