Showing all 13 results
მწარმოებელი
- (12)
ვილა მოსავალი
ღვინო
- მშრალი (8)
ფერი
- ვარდისფერივარდისფერი(1)
- თეთრითეთრი(5)
- წითელიწითელი(3)
ყურძენი
- გორული მწვანე (1)
- რქაწითელი (1)
- საფერავი (3)
- ჩინური (3)
მოცულობა
წელი
გორული მწვანე
გორული მწვანე არის უნიკალური თვისებების მქონე ქართლის რეგიონის ტრადიციული თეთრი ყურძნის ჯიში, მოყვანილი მუხრანის ველზე. ღია ჩალისფერი მშრალი ღვინო, მომწვანო ელფერით. ხასიათდება საკმაოდ ინტენსიური არომატებით. მკვეთრად არის გამოხატული ეგზოტიკური ხილის, ანანასის ტონები, რასაც სასიამოვნოდ ერწყმის ლიმონის და ფეიხოას არომატიც. ღვინო ხასიათდება საშუალო მჟავიანობით. მუხის კასრში დავარგება სძენს ხასიათს, რაც მის ხანგრძლივ დაბოლოებასა და დაბალანსებულ გემოში გამოიხატება.
ჟოლოს ბრენდი
ეს დახვეწილი სასმელი ხელითნარჩევი ჟოლოსაგან იქმნება, რომელიც ქართლის რეგიონის ნაყოფიერ მიწებზეა მოყვანილი. ტრადიციული სიბრძნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტი, სპილენძის დისტილაციის აპარატში გამოიხდება. ხილის დისტილატთან ერთად ქარხნის საკუთარი ჭაბურღილიდან აღებული დარბილებული წყალი გამოიყენება და მიღებული პროდუქტი ჩამოსხმის წინ გადის ყინულის ფილტრაციას. ყოველივე ეს ქმნის უნიკალურ სასმელს, რომლის დაგემოვნებისას თქვენ შეიგრძობთ ჟოლოს ძლიერ და გამყოლ არომატს და…
რქაწითელი
რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღია ჩალისფერი, მშრალი ღვინო მოყვანილი ზღვის დონიდან 700 მეტრზე. ხასიათდება კარგად გამოხატული მსხლის,ნესვისა და მანგოს მდგრადი არომატებით. გემოზე სასიამოვნოდ მჟავიანია და გამოირჩევა ხანგრძლივი დაბოლოებით.
რქაწითელი ქვევრი
ტრადიციული ქვევრის მეთოდით დამზადებული ქარვისფერი, მშრალი ღვინო. ხასიათდება კომშის, თაფლისა და ლეღვის არომატებით.გემოზე საშუალოდ არის გამოხატული ტანინი. მუხის კასრში ნაწილობრივი დავარგება, ღვინოს მეტად დაბალანსებულს ხდის.გამოირჩევა სასიამოვნო და ხანგრძლივი დაბოლოებით.საუკეთესოა მიირთვათ მწვადთან, შემწვარ გოჭთან და დავარგებულ ყველთან.
საფერავი როზე
საფერავის ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ვარდისფერი, მშრალი ღვინო, ხასიათდება მკვეთრად გამოხატული მდიდარი არომატებით მათ შორის ჟოლო, კოწახური და გრეიფრუტი.ღვინო გამოირჩევა საკმაოდ მაღალი მჟავიანობით, განსაკუთრებით კარგად ერწყმის თეთრ ხორცსა და ხილის ასორტს. ასევე საუკეთესო აპერატივია.
საფერავი სანადიმო
მუქი ალუბლისფერი, მშრალი ღვინო, დამზადებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ხასიათდება ალუბლის, მაყვლისა და ჟოლოს არომატებით. ზომიერად სხეულიანი ღვინო გამოირჩევა ხანგრძლივი დაბოლოებით.საკმაოდ კარგად ერწყმის მუქი ფერის ხორცს. ასევე სასიამოვნოა მიირთვათ დაძველებულ ყველთან.
საფერავი ქვევრი
მუქი ალუბლისფერი, მშრალი ღვინო დამზადებულია ქართული ტრადიციული ქვევრის მეთოდით. ხასიათდება ინტენსიური და მდგრადი მაყვლის, ჟოლოს და მოცხარის არომატებით.მკვეთრად გამოხატული ტანინი, საუკეთესოდ ერწყმის მსუბუქ მჟავიანობას და დაბალანსებულ გემოს წარმოქმნის.ეს ღვინო საუკეთესოა შემწვარ საქონლის ხორცთან, ყველის და თხილის ნაირსახეობასთან ერთად.
საფერავი შემაგრებული
მუქი ალუბლისფერი შემაგრებული ღვინო, დამზადებულია ნარჩევი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება ალუბლის და ტყის კენკრის არომატებით. დუღილის პროცესში საბრენდე სპირტის დამატებით ღვინო ინარჩუნებს ბუნებრივ სიტკბოს, ხოლო კასრში დავარგება სძენს ხავერდოვან და დაბალანსებულ გემოს. სასურველია მიირთვათ დესერტთან.
ტყემლის ბრენდი
„ვილა მოსავალის“ მიერ შექმნილი ეს დახვეწილი სასმელი ხელით მოკრეფილი ტყემლისგან იქმნება, რომელიც ქართლის რეგიონის უხვმოსავლიან მიწებზეა გაზრდილი. ტრადიციული სიბრძნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტი, უახლესი სპილენძის დისტილაციის აპარატში ტყემლისათვის შერჩეული ინდივიდუალური მეთოდით გამოიხდება. ხილის დისტილატთან ერთად ქარხნის საკუთარი ჭაბურღილიდან აღებული დარბილებული წყალი გამოიყენება და მიღებული პროდუქტი ჩამოსხმის წინ გადის ყინულის ფილტრაციას. ყოველივე ეს ქმნის კრისტალურად სუფთა…
ჩინური
ჩინური არის ქართლის ტრადიციული თეთრი ჯიში, მოყვანილი მუხრანის ველზე. ღია ჩალისფერი, მშრალი ღვინო ოქროსფერი ელფერით ხასიათდება ინტენსიური არომატებით. მკვეთრად არის გამოხატული ფორთოხლის და მსხლის ტონები. ღვინოს ცინცხალი მჟავიანობა სძენს განსაკუთრებულ ხასიათს.
ჩინური კასრის
დამზადებულია ჩინური ყურძნის ჯიშისგან. ქართლის ეს უნიკალური მშრალი ღვინო ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით. დავარგებულია ფრანგულ მუხის კასრში.მკვეთრად გამოხატული მუხის ტონები იდეალურად ერწყმის ღვინის სასიამოვნო სიმჟავეს.საუკეთესოა მიირთვათ თევზთან და ფრინველის ხორცთან ერთად.
ჩინური შემაგრებული
ჩალისფერი შემაგრებული ღვინო, დამზადებულია ჩინური ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება გარგრის ჩირისა და თეთრი ბლის მურაბის არომატებით. დუღილის პროცესში საბრენდე სპირტის დამატებით ღვინო ინარჩუნებს ბუნებრივ სიტკბოს. სასურველია მიირთვათ დესერტთან.
ხურმის ბრენდი
ეს განსაკუთრებული სასმელი ხელითნარჩევი ხურმისგან მზადდება, რომელიც ქართლის რეგიონის ნოყიერ მიწებზეა გაზრდილი. ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტი, უახლესი სპილენძის დისტილაციის აპარატში, ხურმისათვის შერჩეული ინდივიდუალური მეთოდით გამოიხდება. ხილის დისტილატთან ერთად ქარხნის საკუთარი ჭაბურღილიდან აღებული დარბილებული წყალი გამოიყენება და მიღებული პროდუქტი ჩამოსხმის წინ გადის ყინულის ფილტრაციას. „ვილა მოსავალის“ მიერ შექმნილი ამ კრისტალურად გამჭვირვალე სასმელის, დაგემოვნებისას თქვენ შეიგრძნობთ…