Showing all 12 results
გაფილტვრა ფასით
მწარმოებელი
- (1)
ბადაგონი
- (5)
ვილა მოსავალი
- (1)
თელიანი ველი
- (2)
კარდანახის მამული
- (2)
კერესელიძეების მარანი
- (1)
ქართული ღვინის სახლი
ღვინო
- მშრალი (12)
ფერი
- თეთრითეთრი(12)
ყურძენი
- გორული მწვანე (2)
- რაჭული თეთრა (1)
- რქაწითელი (2)
- ჩინური (2)
- ცოლიკოური (1)
მოცულობა
წელი
-
გორული მწვანე
საკოლექციო სერია „ კაიზოს ღვინის კოლექცია“ „ ქართული ღვინის სახლი“-ს ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა კიკაბიძის პირადი მარაგებიდანაა. იგი პირადად მონაწილეობს ღვინის დამზადებაში, მეღვინეობის უძველესი ოჯახური ტრადიციების შესაბამისად, რომელიც მას მამისგან (კიაზოსგან) გადაეცა.
-
გორული მწვანე
გორული მწვანე არის უნიკალური თვისებების მქონე ქართლის რეგიონის ტრადიციული თეთრი ყურძნის ჯიში, მოყვანილი მუხრანის ველზე. ღია ჩალისფერი მშრალი ღვინო, მომწვანო ელფერით. ხასიათდება საკმაოდ ინტენსიური არომატებით. მკვეთრად არის გამოხატული ეგზოტიკური ხილის, ანანასის ტონები, რასაც სასიამოვნოდ ერწყმის ლიმონის და ფეიხოას არომატიც. ღვინო ხასიათდება საშუალო მჟავიანობით. მუხის კასრში დავარგება სძენს ხასიათს, რაც მის ხანგრძლივ დაბოლოებასა და დაბალანსებულ გემოში გამოიხატება.
-
რქაწითელი
რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღია ჩალისფერი, მშრალი ღვინო მოყვანილი ზღვის დონიდან 700 მეტრზე. ხასიათდება კარგად გამოხატული მსხლის,ნესვისა და მანგოს მდგრადი არომატებით. გემოზე სასიამოვნოდ მჟავიანია და გამოირჩევა ხანგრძლივი დაბოლოებით.
-
რქაწითელი თავანკარა
30,00 ₾ადგილი: კახეთი, კარდენახის მიკროზონა – წარაფი. ტექნოლოგია: ქვევრში ჭაჭაზე სრული დადუღება-დავარგება. ღვინო ჩამოსხმულია მხოლოდ ქვევრის ზედა მესამედიდან, რომელიც გამოირჩევა ბუნებრივი ფილტრაციით და მაღალი არომატულობით აღწერა: მშრალი ქარვისფერი ღვინო ხავერდოვანი მჟავიანობით და დაბალანსებული მრგვალი ტანინებით. არომატი: მწიფე ატამი, გულაბი მსხალი, ნესვი, კომში, გამომშრალი მარაკუია, რომელსაც თან სდევს ტკბილი სანელებლის ტონები.
-
რქაწითელი ქვევრი
ტრადიციული ქვევრის მეთოდით დამზადებული ქარვისფერი, მშრალი ღვინო. ხასიათდება კომშის, თაფლისა და ლეღვის არომატებით.გემოზე საშუალოდ არის გამოხატული ტანინი. მუხის კასრში ნაწილობრივი დავარგება, ღვინოს მეტად დაბალანსებულს ხდის.გამოირჩევა სასიამოვნო და ხანგრძლივი დაბოლოებით.საუკეთესოა მიირთვათ მწვადთან, შემწვარ გოჭთან და დავარგებულ ყველთან.
-
ქვევრის რქაწითელი
25,00 ₾ადგილი: კახეთი, კარდენახის მიკროზონა – წარაფი. ტექნოლოგია: ქვევრში ჭაჭაზე სრული დადუღება-დავარგება. აღწერა: მშრალი ქარვისფერი ღვინო ხავერდოვანი მჟავიანობით და დაბალანსებული მრგვალი ტანინებით. არომატი: მწიფე ატამი, გულაბი მსხალი, ნესვი, კომში, გამომშრალი მარაკუია, რომელსაც თან სდევს ტკბილი სანელებლის ტონები.
-
ჩინური
ჩინური არის ქართლის ტრადიციული თეთრი ჯიში, მოყვანილი მუხრანის ველზე. ღია ჩალისფერი, მშრალი ღვინო ოქროსფერი ელფერით ხასიათდება ინტენსიური არომატებით. მკვეთრად არის გამოხატული ფორთოხლის და მსხლის ტონები. ღვინოს ცინცხალი მჟავიანობა სძენს განსაკუთრებულ ხასიათს.
-
ჩინური კასრის
დამზადებულია ჩინური ყურძნის ჯიშისგან. ქართლის ეს უნიკალური მშრალი ღვინო ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით. დავარგებულია ფრანგულ მუხის კასრში.მკვეთრად გამოხატული მუხის ტონები იდეალურად ერწყმის ღვინის სასიამოვნო სიმჟავეს.საუკეთესოა მიირთვათ თევზთან და ფრინველის ხორცთან ერთად.
-
ცოლიკოური
ეს თეთრი, ნაზი მშრალი ღვინო დამზადებულია ლეჩხუმში, ტვიშის მიკროზონაში მოყვანილი ყურძნისგან. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით და კარგი სხივით. შეიგრძნობთ ციტრუსის, მწვანე ვაშლის არომატებს.