Showing all 3 results
-
ჩინური
ჩინური არის ქართლის ტრადიციული თეთრი ჯიში, მოყვანილი მუხრანის ველზე. ღია ჩალისფერი, მშრალი ღვინო ოქროსფერი ელფერით ხასიათდება ინტენსიური არომატებით. მკვეთრად არის გამოხატული ფორთოხლის და მსხლის ტონები. ღვინოს ცინცხალი მჟავიანობა სძენს განსაკუთრებულ ხასიათს.
-
ჩინური კასრის
დამზადებულია ჩინური ყურძნის ჯიშისგან. ქართლის ეს უნიკალური მშრალი ღვინო ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით. დავარგებულია ფრანგულ მუხის კასრში.მკვეთრად გამოხატული მუხის ტონები იდეალურად ერწყმის ღვინის სასიამოვნო სიმჟავეს.საუკეთესოა მიირთვათ თევზთან და ფრინველის ხორცთან ერთად.
-
ჩინური შემაგრებული
ჩალისფერი შემაგრებული ღვინო, დამზადებულია ჩინური ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება გარგრის ჩირისა და თეთრი ბლის მურაბის არომატებით. დუღილის პროცესში საბრენდე სპირტის დამატებით ღვინო ინარჩუნებს ბუნებრივ სიტკბოს. სასურველია მიირთვათ დესერტთან.