კონდოლის ვენახები საფერავი-მერლო
32,50 ₾
ფერი: მუქი ბორდოსფერი
სურნელი: შავი მოცხარის და მაყვლის დომინანტურ ტონებს დაჰკრავს პიტნის არომატი.
გემო: შავი მოცხარის, შავქლიავას და მაყვლის გემო სავსეა და ხავერდოვანი, რომელსაც აბალანსებს თამბაქოს, მცენარეების და მუხის კასრებში დაძველებით მიღებული ტონების კომპლექსი. დაგემოვნება ხანგრძლივია აბრეშუმისებური ტანინებით.
მიირთვით: გრილზე მომზადებულღორის ან ცხვრის ხორცთან, დავარგებულ ყველთან.
18°C ტემპერატურაზე. სასურველია დეკანტაცია მოხმარებამდე 1 სთ-ით ადრე.
კომპანია | მარანი |
---|---|
ფერი | წითელი |
ღვინო | მშრალი |
ყურძენი | მერლო, საფერავი |
ალკოჰოლი | 14% |
მოცულობა | 0,750 მლ |
გამოხმაურების გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.
მსგავსი კატეგორიის პროდუქცია
-
ფიროსმანი როზე
12,00 ₾ფერი: ღია ვარდისფერი სურნელი: ბროწეულის და მარწყვის სასიამოვნო სურნელით გემო: ჭარბობს წითელი კენკროვანი ხილის, მარწყვის და ალუბლის არომატი. დაბოლოება ცოცხალი და ოდნავ მოტკბოა, თანდართული ხალისიანი მჟავიანობით. მიირთვით: როგორც აპერიტივი ან ყველთან 12-16°C ტემპერატურაზე.
-
ალაზნის ველი როზე
9,95 ₾გემური თვისებები: ხასიათდება კენკროვანი ხილის ნაზი არომატითა და სასიამოვნო მოტკბო გემოთი. კერძებთან თავსებადობა: ალაზნის ველი როზე კარგად ეხამება ალუბლის ტარტსა და ხილის ჟელეს.
-
რქაწითელი
რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღია ჩალისფერი, მშრალი ღვინო მოყვანილი ზღვის დონიდან 700 მეტრზე. ხასიათდება კარგად გამოხატული მსხლის,ნესვისა და მანგოს მდგრადი არომატებით. გემოზე სასიამოვნოდ მჟავიანია და გამოირჩევა ხანგრძლივი დაბოლოებით.
-
ქვევრის რქაწითელი
25,00 ₾ადგილი: კახეთი, კარდენახის მიკროზონა – წარაფი. ტექნოლოგია: ქვევრში ჭაჭაზე სრული დადუღება-დავარგება. აღწერა: მშრალი ქარვისფერი ღვინო ხავერდოვანი მჟავიანობით და დაბალანსებული მრგვალი ტანინებით. არომატი: მწიფე ატამი, გულაბი მსხალი, ნესვი, კომში, გამომშრალი მარაკუია, რომელსაც თან სდევს ტკბილი სანელებლის ტონები.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.