საფერავი შემაგრებული

მუქი ალუბლისფერი შემაგრებული ღვინო, დამზადებულია ნარჩევი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება ალუბლის და ტყის კენკრის არომატებით. დუღილის პროცესში საბრენდე სპირტის დამატებით ღვინო ინარჩუნებს ბუნებრივ სიტკბოს, ხოლო კასრში დავარგება სძენს ხავერდოვან და დაბალანსებულ გემოს. სასურველია მიირთვათ დესერტთან.

 

სურვილების სიაში დამატებაშეადარე