ტყემლის ბრენდი
„ვილა მოსავალის“ მიერ შექმნილი ეს დახვეწილი სასმელი ხელით მოკრეფილი ტყემლისგან იქმნება, რომელიც ქართლის რეგიონის უხვმოსავლიან მიწებზეა გაზრდილი. ტრადიციული სიბრძნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტი, უახლესი სპილენძის დისტილაციის აპარატში ტყემლისათვის შერჩეული ინდივიდუალური მეთოდით გამოიხდება. ხილის დისტილატთან ერთად ქარხნის საკუთარი ჭაბურღილიდან აღებული დარბილებული წყალი გამოიყენება და მიღებული პროდუქტი ჩამოსხმის წინ გადის ყინულის ფილტრაციას.
ყოველივე ეს ქმნის კრისტალურად სუფთა სასმელს, რომლის დაგემოვნებისას თქვენ შეიგრძნობთ ერთდროულად ძლიერ და დახვეწილ ტყემლის არომატს.
გამოხმაურების გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.
მსგავსი კატეგორიის პროდუქცია
ხურმის ბრენდი
ეს განსაკუთრებული სასმელი ხელითნარჩევი ხურმისგან მზადდება, რომელიც ქართლის რეგიონის ნოყიერ მიწებზეა გაზრდილი. ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტი, უახლესი სპილენძის დისტილაციის აპარატში, ხურმისათვის შერჩეული ინდივიდუალური მეთოდით გამოიხდება. ხილის დისტილატთან ერთად ქარხნის საკუთარი ჭაბურღილიდან აღებული დარბილებული წყალი გამოიყენება და მიღებული პროდუქტი ჩამოსხმის წინ გადის ყინულის ფილტრაციას. „ვილა მოსავალის“ მიერ შექმნილი ამ კრისტალურად გამჭვირვალე სასმელის, დაგემოვნებისას თქვენ შეიგრძნობთ…
რქაწითელი ქვევრი
ტრადიციული ქვევრის მეთოდით დამზადებული ქარვისფერი, მშრალი ღვინო. ხასიათდება კომშის, თაფლისა და ლეღვის არომატებით.გემოზე საშუალოდ არის გამოხატული ტანინი. მუხის კასრში ნაწილობრივი დავარგება, ღვინოს მეტად დაბალანსებულს ხდის.გამოირჩევა სასიამოვნო და ხანგრძლივი დაბოლოებით.საუკეთესოა მიირთვათ მწვადთან, შემწვარ გოჭთან და დავარგებულ ყველთან.
ჩინური კასრის
დამზადებულია ჩინური ყურძნის ჯიშისგან. ქართლის ეს უნიკალური მშრალი ღვინო ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით. დავარგებულია ფრანგულ მუხის კასრში.მკვეთრად გამოხატული მუხის ტონები იდეალურად ერწყმის ღვინის სასიამოვნო სიმჟავეს.საუკეთესოა მიირთვათ თევზთან და ფრინველის ხორცთან ერთად.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.